Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№10/29-01

25.03.2020წ.

ქ. თბილისი 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის შექმნისა და ელექტრონული სწავლების საფაკულტეტო კონცეფციის პროექტის მიღების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 25 მარტის №67/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესებში ელექტრონული კომპონენტების გამოყენების კოორდინირების მიზნით, შეიქმნას ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე,   დეკანი(ჯგუფის ხელმძღვანელი)

ბ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, დეკანის მოადგილე

გ) ირმა მშვენიერაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

დ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

ე) ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე

ვ) მამუკა ხუსკივაძე, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე

ზ) ლალი ჩიკვილაძე, მთავარი სპეციალისტი

თ) ელისო კვირკაშვილი, მთავარი სპეციალისტი

ი) ზვიად სიგუა, მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური დახმარების ქვეჯგუფის ხელმძღვანელი) 

კ) ირაკლი სიგუა, უფროსი სპეციალისტი  (IT დეპარტამენტი)

ლ) დალი არახამია,  მთავარი სპეციალისტი

მ) ნინო ლობჟანიძე, უფროსი სპეციალისტი

ნ) ნინო ტალიკაძე, უფროსი სპეციალისტი

ო) შორენა დავითაია, პროფესორის ასისტენტი

პ) ზურა კუბლაშვილი, უფროსი სპეციალისტი (მონიტორინგი)

2. ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტზე ელექტრონული სწავლების კონცეფციის“ პროექტი დასამტკიცებლად წარედგინოს ფაკულტეტის საბჭოს და შემდგომ აკადემიურ საბჭოს.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

იხილეთ დანართი:

ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი,    გიორგი ღაღანიძე